ახალი ამბები მთავარი ციტატა

რა იცვლება კორონავირუსის ახალ შტამთან მიმართებაში ვაქცინაციის კუთხით – თამარ გაბუნიას განმარტება

“ახალი შტამი ძველისგან სიმძიმით და მკურნალობის მეთოდით არ განსხვავდება, მაგრამ ის უფრო მეტად გადამდებია. ის ვაქცინა, რომელიც ბრიტანეთმა შეიძინა და დაიწყო ვაქცინაცია, ასევე ის ვაქცინები, რომლებიც გადაუდებელი ავტორიზაციის რეჟიმში რამდენიმე ქვეყანამ მიიღო, ისევე იმოქმედებს ამ შტამის წინააღმდეგაც, როგორც იმოქმედებდა პირვანდელ სახეობაზე. ამდენად, ვაქცინაციის ფორმატში ახალ შტამთან მიმართებაში არაფერი იცვლება.”

თამარ გაბუნია – ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე.

ამის შესახებ მან „ქრონიკას” განუცხადა.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

იტვირთბა....