ახალი ამბები

რომელი ქვეყნიდან შემოვიდა პირი, რომელიც კორონავირუსის ახალი სახეობითაა ინფიცირებული – იმნაძის განცხადება

“დიდ ბრიტანეთთან არავითარი კონტაქტი არ ჰქონია, სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, შემდეგ ისევ წავიდა საქართველოდან, მას შემოსვლის დროს საზღვარზე ჩაუტარდა ტესტირება, იყო უარყოფითი. ქვეყანაში ყოფნის მეშვიდე დღეს, ჩატარებული ტესტირების დროს იმ პირველს დაუდგინდა დადებითი პასუხი, ახლა მოძიებულია ისიც და მისი სეკვენირებაც ჩატარდება. ის ნიმუში, რა თქმა უნდა, შენახულია. ამ პაციენტის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და, ფაქტობრივად, უკვე მორჩენილიც, იზოლირებულია პაციენტი. ყველა, ვინც მასთან იყო კონტაქტში, გადაყვანილია იზოლაციაში.“

პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე.

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა, თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.

 

იტვირთბა....