ვერაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის საძირკველიდან წყალმა ამოხეთქა. კედლები დაიბზარა, სახლის საძირკველი დაიტბორა, წყლის გადაკეტვა ვერ ხერხდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ ყურადღებას არავინ აქცევს და არ არსებობს უწყება, რომლიც მათ ასეთი გაჭირვების დროს მიეხმარება და დაიცავს.
“რაღა უნდა მოხდეს რომ რეაგირება გქონდეთ!” – კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერსა” და მთაწმინდის რაიონის გამგეობას მიმართავენ, ვერაზე, ზედგენიძის ქუჩის 9/7 (ყოფილი თხინვალის ქუჩის) მაცხოვრებლები. კერძოდ, მოქალაქე მარიამ სულაქველიძე წერს, რომ 112 – ზე არავინ პასუხობს, გამგეობაში ეუბნებიან 15 იანვრამდე ვისვენებთო, ხოლო კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ცენტრალური საკეტიდან წყალს არ კეტავს, რადგან სხვა მაცხოვრებლები დარჩებიან უწყლოდ.
“ორ კვირაზე მეტია ვცდილობ დაკავშირებას და თქვენგან ყურადღების მოქცევას. ვცხოვრობ ძველ თბილისში, ძველ ბინაში. პრობლემა დაიწყო იმით, რომ საკანალიზაციო მილებიდან სახლში ამოდიოდა წყალი, ამის შემდეგ უკვე სამზარეულოს იატაკიდან ამოვიდა წყალი. წყალი ამოდიოდა იმდენად დიდი რაოდენობით, რომ ვერ ვაჩერებდით და და ვერც ვტოვებდით უყურადღებოთ. მაშინვე დაგიკავშირდით, გთხოვეთ დახმარება და გვიპასუხეთ, კერძო საკუთრება არ გვეხებაო და ჩვენი მოსაგვარებელი იყო პრობლემა.” – ამბობს სულაქველიძე.
“რამდენჯერმე მოვიყვანეთ ხელოსნები, სხვადასხვა კერძო კომპანიიდან და ყველა ერთსა და იმავეს გვეუბნება – რომ ეს ჩვენი მილის პრობლემა არაა და რაღაც უფრო დიდ, მასშტაბურ პრობლემასთან გვაქვს საქმე. მაინც არ დაინტერესდით! წყალი იმატებს ყოველ წუთიერად, ახლა უკვე მთელ ეზოს და მეზობლებს გადაკეტილი გვაქვს და ნაკადი არ წყდება. უფრო მეტიც, სახლის ნაწილის ქვემოთ არსებულ სარდაფში მოედინება წყალი (როგორც ჩანს სხვა დაზიანებაცაა , სხვა წყაროცაა ამ წყლის). ამას ემატება ისიც, რომ გუშინ საღამოს სახლს გაუჩნდა ბზარები, მოგვიწია სახლის დატოვება. ბზარები ერთ ღამეშიც კი თვალშისაცემად გაიზარდა და რაოდენობაშიც მოიმატა. როდის მოხვალთ? როდის დარწმუნდებით, რომ ეს ერთი ადამიანის სამზარეულოში დაღვრილი წყალი კი არ არის, ოჯახებს გვეხება, სახლი ინგრევა და არ ვიცით რა ვქნათ. ახლა მოსულია gwp და დაგვიდასტურეს, რომ მათი პრობლემა ეს არაა და რომელიმე სხვა ორგანოს უნდა მივმართოთ. გამგეობა გვეუბნება რომ 15 იანვრამდე ისვენებენ” – ამბობს სულაქველიძე.
“მეტრონომი” იმედს იტოვებს უახლოეს დროში გამოჩნდება შესაბამისი უწყება და მიხედავს აღნიშნულ პრობლემას, მანამ, სანამ სახლი მთლიანად ჩამოინგრევა.