საქართველოში პირველი ადამიანი, ვისაც კორონავირუსის ახალი შტამი დაუდასტურდა, 50 წლის მამაკაცია. ინფიცირებული საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.
ინფიცირებული მამაკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და იმყოფება იზოლაციაში. აღსანიშნავია, რომ მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.
ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის. ბრიტანეთში გამოვლენილი მუტაცია უკვე მსოფლიოს 30 ზე მეტ ქვეყანაშია დადასტურებული.