საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ პრესკონფერენციაზე დაადასტურეს.
ახალი შტამით ინფიცირებულია 50 წლის პირი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა. თუმცა მას დიდ ბრიტანეთში მოგზაურობის ისტორია არ აქვს.
ინფიცირებული პირის ყველა კონტაქტი მოძიებულია და თვითიზოლაციაში იმყოფებიან.
კორონავირუსის ახალ შტამი პირველად დიდ ბრიტანეთში გამოავლინეს, ის 70%-ით უფრო გადამდებია, თუმცა ექსპერტების აზრით, უფრო საშიში არ არის.