მთავარი ციტატა

“ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება”- ბიძინა კულუმბეგოვი

“ვაქცინას ვერ მივაბავთ შემთხვევების რაოდენობის მატებას.  ბრიტანეთში ჰოსპიტალიზაციის რაოდენობის ზრდას ვირუსის ახალ შტამს უკავშირებენ. ახალმა შტამმა, რომელიც დიდ ბრიტანეთში გავრცელდა და რომელსაც მთელი მსოფლიო სიფრთხიით უყურებს, გადადების მაჩვენებელი 0.7 ერთეულით გაზარდა. ეს ნიშნავს, რომ უფრო მეტი ადამიანი დაინფიცირდება. ვაქცინაციის ეფექტი რომ დავინახოთ, არაა საკმარისი იმ როდენობით მოსახლეობის აცრა, რამდენიც ბრიტანეთში აიცრა.”

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი

აღნიშნულით კულუმბეგოვი ბრიტანეთში არსებულ ეპიდვითარებას გამოეხმაურა, სადაც ვაქცინაციის მიუხედავად ინფიიცრების მაჩვენებელი უფრო და უფრი იზრდება. 

მსოფლიოში პირველად ვაქცინაცია დიდ ბრიტანეთში დაიწყო, მათ არჩევანი „ფაიზერ/ბიონტეკის“ ვაქცინაზე შეჩერდა. თუმცა, 4 იანვრიდან ქვეყანაში მოქალაქეების აცრა  „ასტრაზენეკას“ ვაქცინით გააგრძელეს. 

იტვირთბა....