ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩვენ პრეტენზიები არ გვაქვს”- რას ამბობს მირიან ნიკოლაძე სამი ბრალდებულის შესაძლო გათავისუფლებაზე

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სამი ბრალდებულის – საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის  შესაძლო გათავისუფლებას ოჯახის ადვოკატი მირიან ნიკოლაძე ეხმიანება.

როგორც ნიკოლაძე აცხადებს, აღნიშნულ სამ პირს გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალებაში მონაწილეობა არ მიუღიათ, შესაბამისად ოჯახს მათთან არანაირი პრეტენზია აქვს.

ნიკოლაძის თქმით, “საბურთალოელები” მხოლოდ აგარაკზე მომხდარ კონფლიქტში მონაწილეობდნენ, რა დროსაც შაქარაშვილს მონაწილეობა არც კი მიუღია.

“ისინი გიორგის გარდაცვალებასთან შემხებლობაში არ არიან. ეს იყო პირველი კონფლიქტი, რომელიც მოხდა წვეულების დროს. გიორგის იქ არც კი მიუღია მონაწილეობა. ასე, რომ ამ პირებს გიორგისთან შეხება არ ჰქონიათ, ამიტომ, ჩვენ მათთან პრეტენზიები არ გვაქვს,”- აცხადებს მირიან ნიკოლაძე.

ფეხბუთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი პირის საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატებმა მოსამართლეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართეს.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ამავე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ჩიქოვანის მიმართ ფიზიკურო ანგარიშწორება ედებათ ბრალად. ჩვენებაში ჩიქოვანი თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ და აცხადებს, რომ მან არ იცი, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

 

იტვირთბა....