ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ არიან შაქარაშვილის საქმის ბრალდებულები, რომლებიც შესაძლოა საპროცესო შეთანხმებით გათავისუფლდნენ

ფეხბუთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სამი პირის საბა გოგშელიძის, ირაკლი წაქაძისა და საბა ჩხარტიშვილის ადვოკატები მოსამართლეს აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობით მიმართავენ.

აღნიშნული ბრალდებულების საპროცესო შეთანხმების საფუძველზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით დაცვის მხარე და პროკურატურა გარკვეული პირობების სანაცვლოდ უკვე შეთანხმდნენ. აბოლოო გადაწყვეტილება კი მოსამართლემ უნდა მიიღოს.

ადვოკატები შესაბამისი მოთხოვნით შუამდგომლობას თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანენ.

შუამდგომლობის შეტანის მოტივი საქმეში არსებული ახალი გარემოებები გახდა. ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი ახალ ჩვენებაში აღნიშნული სამი პირისთვის საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობას აცხადებს.

როგორც საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი, დავით ჭიკაიძე განმარტავს, ბრალდებულებზე ამნისტიის აქტი ისედაც იმოქმედებს, შესაბამისად, მათი პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს.

„დღეს სასამართლოში აღკვეთი ღონისძიების შეცვლის მოთხოვნით შუამდგომლობის შეტანას ვაპირებთ. საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს ახალი გარემოების შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესაძლებლობას. მოცემულ შემთხვევაში ახალი გარემოებაა ის, რომ დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანის თანხმობა გვაქვს და გარდა ამისა, პარლამენტმა მეორე მოსმენით გაიარა კანონპროექტი ამნისტიის შესახებ, რომლის მიხედვითაც მუხლებზე რომლითაც ბრალდებულები არიან საბა ჩხარტიშვილი და დანარჩენი ორი პირი, ვრცელდება ამნისტიის აქტი. ამიტომ, მათი ამჟამად პატიმრობაში დატოვების აუცილებლობა არ არსებობს, რადგანაც ამნისტიის აქტი ისედაც მათ სასარგებლოდ გადაწყვეტს საკითხს“, – აღნიშნა დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულებს საბა გოგშელიძეს, ირაკლი წაქაძესა და საბა ჩხარტიშვილს ამავე საქმის ერთ-ერთი ფიგურანტის ვახო ჩიქოვანის მიმართ ფიზიკურო ანგარიშწორება ედებათ ბრალად. ჩვენებაში ჩიქოვანი თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ და აცხადებს, რომ მან არ იცი, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.

 

იტვირთბა....