ბაღდათში, სახლის ძარცვის დროს ნაცემი მამაკაცი ერთთვიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა. მამაკაცი ამ დრომდე კლინიკაში იმყოფებოდა.
ექიმების თქმით, პაციენტს აღენიშნებოდა ჰემორანგიული ინსულტი, მის მკურნალობაში ჩართული იყო ნევროპათოლოგიც.
შეგახსენებთ, პირველ დეკემბერს ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში შეიარაღებული პირები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და დააყაჩაღეს. შეჭრილმა პირებმა 80 წლის კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული წაიღეს. რამდენიმე ნიღბიანი თანხას ითხოვდა, თუმცა იმის გამო, რომ მოხუცებს ფული არ ჰქონდათ, ისინი გაკოჭეს და სცემეს. ფაქტი ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა ნიღბიანი პირები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს.
80 წლის მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, სახის არეში ჰქონდა მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაიყვანეს, თუმცა ერთთვიანი მკურნალობის სემდეგ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.