ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბაღდათში შეიარაღებული პირები სახლში შეიჭრნენ, მოხუც ცოლ-ქმარს გაუსწორდნენ და თანხა წაიღეს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერსათში შეიარაღებული  პირები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ და დააყაჩაღეს. იფორმაციას “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროსი უდასტურებენ.

ფაქტი ე.წ. კომენდანტის საათის დროს მოხდა, როცა ნიღბიანი პირები საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ, სადაც მოხუცი ცოლ-ქმარი ცხოვრობს.

შეჭრილმა პირებმა  80 წლის კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ფული წაიღეს. რამდენიმე ნიღბიანი თანხას ითხოვდა, თუმცა იმის გამო, რომ მოხუცებს ფული არ ჰქონდათ, ისინი გაკოჭეს და სცემეს.

80 წლის მამაკაცს დაზიანებები ბლაგვი საგნით, სახის არეში აქვს მიყენებული. ის საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების თქმით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს.

იტვირთბა....