“ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება,”- ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ბახო ჩიქოვანი ახალ ჩვენებაში წერს.
ჩვენებაში ჩიქოვანი თანხმობას აცხადებს, რომ საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდეთ.
ჩიქოვანი ჩვენებაში ამბობს, რომ მან არ იცი, ვინ მიაყენა ფიზიკური დაზიანებები.
„მე, ვახტანგ ჩიქოვანი, ვადასტურებ რომ საბა ჩხარტიშვილის, საბა გოგშელიძისა და ირაკლი წაქაძის მიმართ პრეტენზია არ გამაჩნია და არც არასოდეს მქონია. ვინაიდან ჩემთვის უცნობია ვინ მომაყენა სხეულის დაზიანება.
შესაბამისად, მე ვახტან ჩიქოვანი ვარ თანახმა ბრალდებულებს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგეშელიძეს და ირაკლი წაქაძეს გაუფორმდეს საპროცესო შეთანხმება და ისარგებლონ კანონით გათვალისწინებული ნებისმიერი შეღავათით“, – წერს ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენებაში.
ამ აღიარების სანაცვლოდ, ჩხუბში მონაწილეობასა და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებაში ბრალდებულ სამივე პირს პროკურატურასთან საპროცესო შეთანხმების გაფორმება შეეძლებათ.