ახალი ამბები მთავარი ციტატა

“ნებისმიერ წამალს აქვს გვერდითი მოვლენა, მათ შორის ვაქცინაც წამალია” – კულუმბეგოვი

„აქ არაფერი განსაკუთრებული არ არის, ნებისმიერ წამალს აქვს გვერდითი მოვლენა, მათ შორის ვაქცინაც წამალია. ტრადიციულად ძველი ვაქცინები ასეთი ტიპის რთულ ალერგიებს ავლენდნენ 1 მილიონიდან 1-2 შემთხვევაში, ახლა ცოტა მეტია დასაწყისში გაკეთებული დოზების ფონზე, პირველსავე დღეს გამოვლინდა ეს ბრიტანეთში.“

ბიძინა კულუმბეგოვი – ალერგოლოგ-იმუნოლოგი.

ცნობისათვის, მექსიკის ხელისუფლების განცხადებით, ქვეყანაში 32 წლის ექიმის შემთხვევას იკვლევენ, რომელიც Pfizer-BioNTech-ის მიერ წარმოებული კოვიდ-19-ის ვაქცინის მიღების შემდეგ საავადმყოფოში მოათავსეს.

ამასთან, ფინეთის ფარმაცევტული უსაფრთხოებისა და განვითარების სააგენტოს (Fimea) განცხადებით, ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინაზე პირველი უარყოფითი რეაქცია დაფიქსირდა. 

იტვირთბა....