ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმის, ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ შესაძლოა 10 – 15%-ით მოიმატოს.
“სოციალური ქსელით ჩვენ ვნახეთ, რომ საახალწლოდ ძალიან დიდი რაოდენობით შეკრებები იყო. უმრავლესი მათგანი ოჯახებში პირბადის გარეშე სხედან. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე გავლენა ექნება საახალწლო დღეებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ეს ექსპონაციური ზრდა არ იქნება ანუ გეომეტრიული პროგრესიით… თუ ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახლა, ამ დასტაბილურებული სიტუაციის ფონზე 1 500-დან 2 000-მდე შემთხვევაა რეალური ციფრი, ალბათ იქნება 10-15%-იანი ზრდა. ეს არის 150-200 შემთხვევით გაზრდა. ეს არ იქნება ძალიან დრამატული.
თუმცა, ხაზგაზმით უნდა ვთქვა, რომ 20%-იანი ზრდა არის 20%-ით მეტი ჰოსპიტალიზაცია, სამწუხაროდ მეტი გარდაცვლილი ადამიანი” – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.