ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორონავირუსით გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური

კორონავირუსით კიდევ ერთი სასულიერო პირი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას “საპატრიარქოს უწყებანი” ავრცელებს. როგორც ირკვევა, კოვიდ-19-ით ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი დაიღუპა.

“სამძიმარი

ახალი კორონავირუსით გამოწვეული ინფექციით (COVID-19) გარდაიცვალა ტყიბულისა და თერჯოლის ეპარქიის მღვდელმსახური, დეკანოზი თეოდორე გამეზარდაშვილი.

მამა თეოდორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა დაამძიმა ვირუსით გამოწვეულმა ინფექციამ.

დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს.

მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ თეოდორეს გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.

უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.

გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი თეოდორე” – ნათქვამია განცხადებაში.

 

“დეკანოზი თეოდორე დასვენებულია თერჯოლის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში. იგი დაიკრძალება ხვალ, 2021 წლის 4 იანვარს” – ნათქვამია ინფორმაციაში.

იტვირთბა....