ახალი ამბები მთავარი ციტატა

“თუ ფრიდონ ინჯია პარლამენტში შევა, ის პატრიოტთა ალიანსს დატოვებს” – ინაშვილი

“პარლამენტში სამი ან ოთხი უპარტიო ბიზნესმენის თეორიული შესვლა, რადგან არ ვიცით ჩვენი სიის ბიზნეს შემადგენლის წარმომადგენლების აზრი, ვერ მისცემს ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას. არც ერთი მათგანი არაა პარტიის წევრი. ბატონი ფრიდონ ინჯიაა ერთადერთი პარტიის წევრი, რომელსაც არჩევანი გაკეთება მოუწევს – ან შევა პარლამენტში და თუ შევა დატოვებს პარტიას, თუ არ შევა და იქნება ჩვენს პარტიაში.”

ირმა ინაშვილი – პატრიოტთა ალიანსის ლიდერი.

ცნობისათვის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პატრიოტთა ალიანსის გაუქმებულ საარჩევნო სიაში არ არიან გელა მიქაძე, ფრიდონ ინჯია და დავით ზილფიმიანი. არ არის გამორიცხული, რომ ადგილმონაცვლეობის პრინციპით, სწორედ მათ დაიკავონ ირმა ინაშვილის, გიორგი ლომიასა და გოჩა თევდორაძის ადგილები.

შეგახსენებთ, ზილფიმიანმა ღია წერილიც გამოაქვეყნა, რომელშიც აცხადებს, რომ პარლამენტში შესვლას აპირებს.

იტვირთბა....