ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?! თუ გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე” – ნეკა დოროყაშვილი ყოფილ მეუღლეს კვლავ უპირისპირდება

საქართველოს ნომერ პირველ ჩაგანს ნიკოლოზ ბასილაშვილს სოციალური ქსელის საშუალებით ყოფილი მეუღლე უპირისპირდება.

ყოფილ მეუუღლებს შორის მორიგი დაპირისპირება ამჟამად წინასახალწლოდ ბასილაშვილის მიერ “ფეისბუქში” გამოქვეყნებულ პოსტს მოჰყვა, რომელიც მან შვილს მიუძრვნა. ბასილაშვილი აღნიშნულ პოსტში აღნიშნავდა, რომ მას შვილი ძალიან ენატრებოდა.

ნომერ პირველი ჩოგანის ემოციურ პოსტს ყოფილმა მეუღლემ კრიტიკულად “ინსტაგრამის” საშუალებით უპასუხა, რომელსაც “მეტრონომი” უცვლელად გთავაზობთ.

„ამხელა საჯარო პოსტი, როგორც ჩანს ამ საჩუქარს ეხებოდა. ძალიან საინტერესოდ გამოიყურება მთელი წლის ნაგროვები საჩუქრები, უცნაურად მეჩვენება, როდესაც ზრდასრულმა მშობელმა ამ ასაკში არ იცის ბავშვის ინტერესების შესახებ, რომელიც უკვე გაიზარდა და მისი ინტერესები სხვაობრივია.

ზოგადად მცირედი ყურადღება, წელიწადში ერთხელ ძალიან კარგია, მაგრამ როდესაც ამაზე ერთ ამბავს ტეხ, რომ საჯარო პოსტი მიუძღვნა ამ პარკს, ეს მანიპულირების სახეს იძენს.

პროვოკაციებს, დაგეგმილ მანიპულაციებს, რომ ვითომ ვინმე უშლის შვილზე ზრუნვას და საჩუქრების გაგზავნას.

ტყუილს მოკლე ფეხები აქვს!

აი ასე გამოიყურება, მთელი წლის ნაჯაფარი სანტასთვის ვითომ შენახული საჩუქრები, რომელიც ალბათ სანტამაც არ ჩაიბარა.

საინტერესოა ვინ დებს ბავშვის საჩუქარში ქვითარს?!

ალბათ წელიწადში ერთხელ გაგზავნილი საჩუქრისთვის ესეც ბევრია და ქვითარი უნდა მენახა, რომ დავრწმუნებულიყავი, ადამიანი შრომობს ჩვენი ბიოლოგიური შვილისთვის.

თუ ასე გაგიჭირდა ანგარიშის ნომერი შემატყობინე და დაგეხმარები.

თუმცა, როდესაც ადამიანს საერთაშორისო წარმატებაზე აქვს პრეტენზია და მიუხედავად ამისა, მთელი წელი შვილის დედის დისკრედიტაციას ეწევა, თავისი გარემოცვის მეშვეობით, ისე რომ ვითომ თვითონ არაფერ შუაშია და დუმილის უფლებას იყენებს, ესეთი საქციელი არ უნდა გაგიკვირდეს.

მადლობა ქვითრისთვის, მე დავრწმუნდი, რომ შენ ნამდვილად დახარჯე 237 ლარი, მთელი 2020 წლის განმავლობაში, ყოჩაღ!“ – წერს ნეკა.

იტვირთბა....