ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ვერ გირეკავ, მაგრამ ძალიან მინდა შენი ხმის გაგონება…” – ნიკოლოზ ბასილაშვილის ემოციური წერილი შვილს

“ეს წელი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, იმი­ტომ რომ ვერ გი­რე­კავ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და შენი ხმის გა­გო­ნე­ბა,” – ამის შესახებ სა­ქარ­თვე­ლოს ნო­მერ პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნის ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

“მეტრონომი” ნიკოლოზ ბასილაშვილის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“წე­რი­ლი ჩემს შვილს ლუ­კას. მა­მი­კო, გი­ლო­ცავ დამ­დეგ შობა ახალ წელს. ეს წელი ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, იმი­ტომ რომ ვერ გი­რე­კავ, მაგ­რამ ძა­ლი­ან მინ­და შენი ხმის გა­გო­ნე­ბა.

ჩვენ არას­დროს შევ­ხვერ­დილ­ვართ ერ­თად წე­ლი­წა­დის ამ დროს, ჩემი საქ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი რო­დის გა­იზ­რდე­ბო­დი რომ თან წა­მეყ­ვა­ნე და ერ­თად აღგ­ვე­ნიშ­ნა ახა­ლი წლის მოს­ვლა.

მაგ­რამ არა­უ­შავს მე ყო­ველ­თვის შენ­თან ვარ ჩემი ფიქ­რე­ბით და ეს მხო­ლოდ დრო­ე­ბი­თია. რაც მთა­ვა­რია, თოვ­ლის ბა­ბუს სა­ჩუქ­რებს კარ­გად შე­გი­ნა­ხავ .მიყ­ვარ­ხარ და მე­ნატ­რე­ბი” – წერს ბა­სი­ლაშ­ვი­ლი.

შე­გახ­სე­ნებთ, სა­ქარ­თვე­ლოს პირ­ვე­ლი ჩო­გა­ნი ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლი ყო­ფი­ლი ცო­ლის ცე­მის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს, შემ­დეგ კი გი­რაო შე­უ­ფარ­დეს და 100 000 ლა­რის სა­ნაც­ვლოდ გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს. ამას­თან, შე­მა­კა­ვე­ბე­ლი ორ­დე­რია გა­ცე­მუ­ლი ჩოგ­ბურ­თე­ლის მა­მა­ზეც. ბრალ­დე­ბის თა­ნახ­მად, 21 მა­ისს, ნიკა ბა­სი­ლაშ­ვი­ლი და მა­მა­მი­სი ახალ­გაზ­რდა ქალს ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ. ამ ფაქტს წყვი­ლის არას­რულ­წლო­ვა­ნი შვი­ლიც შე­ეს­წრო.

იტვირთბა....