საქართველოს მათავრობის დადგენილების მიხედვით დღეიდან 15 იანვრის ჩათვლით უქმე დღეები გამოცხადდა.
მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე შეზღუდულია პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.
ამასთან, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი ბრძანებით, განისაზღვრა საქმიანობები, რომელთაც “უქმე დღეების განსაზღვრის შესახებ” დადგებილება არ გავრცელდება, ესენია:
1. პირველადი ჯანდაცვის და სტაციონარული სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებელი დაწესებულებები.
2. ის სამედიცინო საქმიანობის მიმწოდებლები, რომლებიც მომსახურებას ახორციელებენ Covid-19 პრევენციის, დიაგნოსტიკისა და მართვის ღონისძიებებს, დაფინანსების წყაროს მიუხედავად.
3. ფარმაცევტული საქმიანობა.
4. სურსათის/ცხოველის საკვების წარმოება, დისტრიბუცია, რეალიზაცია.
5. საავტომობილო, სარკინიგზო და საჰაერო სატვირთო გადაზიდვები. ასევე, სანავსადგურე და სააეროპორტო მომსახურება.
6. ელექტროენერგის გენერაცია, ელექტროენერგიისა და გაზის გადაცემა, განაწილება, მიწოდება და ვაჭრობა. ასევე, ნავთობისა და გაზის მოპოვების ოპერაციები.
7. საფოსტო და საკურიერო მომსახურება.
8. პირების სავალდებულო კარანტინში განთავსებასთან, ტრანსპორტირებასთან, კვებასთან, დასუფთავებასთან, უსაფრთხოებასა და საკარანტინო პერიოდში სათანადო პირობების შექმნასთან დაკავშირებულ მომსახურებებზე პასუხისმგებელი საჯარო და კერძო სამართლის იურიდიული პირები და ფიზიკური პირები.
9. სამაშველო საქმიანობა.
10. ჟანგბადის წარმოება-მიწოდებასთან დაკავშირებული საქმიანობები.
11. უწყვეტი ტექნოლოგიური ციკლის მქონე საწარმოები (საწარმოები, სადაც ტექნოლოგიური ხასიათიდან გამომდინარე შეუძლებელია საქმიანობის შეჩერება).
12. დაკრძალვასთან დაკავშირებული საქმიანობები.