ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“კომენდანტის საათის” დროს მანქანა ამოტრიალდა – ავარია რუსთავში

ავარია მოხდა რუსთავის ავტობაზრობის მიმდებარედ. მსუბუქი ავტომობილი, რომელშიც 3 მამაკაცი იმყოფებოდა, კომენდანტის საათის დროს, ავტობანზე მოძრაობისას, ამოტრიალდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის 2 ეკიპაჟი.

მამაკაცები დამტვრეული ავტომობილიდან უვნებლად გადმოვიდნენ, მათ სამედიცინო დახმარება არ დასჭირდათ.

წყარო: ინფო რუსთავი

იტვირთბა....