ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქვეყანაში კორონავირუსის ახალმა შემთხვევებმა საგრძნობლად იკლო – ბოლო მონაცემები

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 342 შემთხვევა გამოვლინდა. შედეგად, ინფიცირების დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ ქვეყანაში 228 752-ს მიაღწია. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა2 981 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 217 973-მდე. გარდაიცვალა 44 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 572 პირი ემსხვერპლა.

 

იტვირთბა....