საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 1-ლი იანვრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში არ შეცვლილა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2766 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2766 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ასევე, უცვლეი დარჩა. 1 ევრო ხვალ 4.0233 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0233 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 1 იანვრისთვის ამოქმედდება.