დღეს, 31 დეკემბერს, 21:00 საათიდან დილის 5:00-მდე დაწესებული გადაადგილების შეზღუდვა მოიხსნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.
ახალი წლის ღამეს, გადაადგილების შეზღუდვა ეხება როგორც ქვეითად მოსიარულე პირებს, ასევე ავტომობილებით გადაადგილებასაც.
ე.წ კომენდანტის საათი, გამონაკლისის სახის, შობის ღამესაც, 6 იანვარს მოიხსნება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.