საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა.
სებ-ის ცნობით, 31 დეკემბრისთვის ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში შდარებით გამყარდა.
1 აშშ დოლარი ხვალ 3.2766 ლარი ეღირება. დღევანდელი ოფიციალური კურსით, 1 აშშ დოლარი 3.2795 ლარი ღირდა.
რაც შეეხება ეროვნული ვალუტის კურსს ევროსთან მიმრთებაში, ხოლო, შედარებით გაუფასურდა. 1 ევრო ხვალ 4.0233 ლარი ეღირება. ძველი კურსით 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 4.0161 ლარი იყო.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 31 დეკემბრისთვი ამოქმედდება.