ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა ყველა ეტაპზე გვქონდა ყველა პარტიასთან, მათ შორის ირიბად „ქართულ ოცნებასთანაც“, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ერთობის დასაშლელად მოლაპარაკება მიმდინარეობს” – ხვიჩია

ყველა პოლიტიკურ პარტიასთან, მათ შორის ირიბად „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებთანაც ჰქონდათ კომუნიკაცია, აზრთა გაცვლა-გამოცვლა, თუმცა ამას მოლაპარაკებებს ვერ დაარქმევს – ამის შესახებ “გირჩის” წევრმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

მისივე თქმით, პრობლემა არა კომუნიკაციაში, არამედ პირიქით, კომინიკაციის ნაკლებობაშია.

„რაც შეეხება მოლაპარაკებები მიმდინარეობს თუ არა, ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველა პარტიაში ბევრი საერთო ნაცნობი გვყვავს, ყოველთვის ველაპარაკებით ყველა პოლიტიკურ პარტიას. მოლაპარაკებას ვერ დავარქმევ, თუმცა ზოგადად კომუნიკაცია და აზრთა გაცვლა-გამოცვლა ამ პროცესში ყველა ეტაპზე გვქონდა ყველა პარტიასთან, მათ შორის ირიბად „ქართულ ოცნებასთანაც“, აზრებს ერთმანეთს ვუცვლით, ეს არ ნიშნავს, რომ ოპოზიციური ერთობის დასაშლელად მოლაპარაკება მიმდინარეობს. ზოგადად კომუნიკაცია სულ იყო, მარტო „გირჩთან“ კი არა, ყველა პარტიასთან ერთმანეთში, გიჟები კი არ ვართ, არავისთან არანაირი კომუნიკაციის ფორმა არ არსებობდეს. გაზაფხულიდან დაწყებული რაღაც ტიპის კომუნიკაცია იყო. მე ზოგადად მაინტერესებს ყველას მხრიდან მოსმენილი აზრი, რა ამბავი ხდება მოლაპარაკების მაგიდასთან, სადაც არ ვმონაწილეობ. იმ ხუთში ვინ მოიაზრა, არ ვიცი, შეიძლება, მოვიაზრებოდე მეც, „ნაციონალური მოძრაობაც“ და „ევროპულო საქართველოც“, ყველაც, არ ვიცი.

მაგალითად, მგონია, რომ კობახიძის გუშინდელი გაანცხადების შემდეგ ყველა პარტიას ერთმანეთთან დასაწყები გვაქვს უფრო მჭიდრო კომუნიკაცია. გუშინ გადაცემაში კობახიძეს ჰკითხეს ადგილობრივ თვითმმართველობის შედეგთან დაკავშირებით, ხომ არ შეიძლება, აქეთ იყოს მიმართული მოლაპარაკება. მას ეს არ უარყვია, პირიქით, თვითონაც აქედან ხედავს მოლაპარაკების რესურს. ამიტომ მე დავწყებდი საუბარს ამ მიმართულებით ზოგადად და ოპოზიციიდან ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებდი, ერთად დავილაპარაკოთ ამ თემაზე.

მნიშვნელოვანი რაღაც დევს მაგიდაზე. გუშინდელი კობახიძის განცხადება იყო საინტერესო, ჩვენ ამასთან დაკავშირებით საუბარი უნდა გავაგრძელოთ.  ამიტომ პრობლემა ახლა ის კი არ არის, რასაც მედია ეძებს, ელაპარაკება თუ არა ვინმეს ხელისუფლებიდან, ჩემი აზრით, რომ არ ელაპარაკება, ეგ არის“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

იტვირთბა....