თუ „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებზე ხმათა 48-50 პროცენტს არ მიიღებს, შესაძლოა, რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები დაინიშნოს – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
როგორც მდინარაძემ აღნიშნა, არ შეიძლება თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი.
მისივე თქმით, არათუ მსგავს შეთანხმებაში, არამედ მოლაპარაკებაშიც კი „ქართული იცნება“ მონაწილეობას ვერ მიიღებს.
“უფრო მეტსაც გეტყვით, მეტ ინფორმაციას მოგაწვდით, რომ იქ განიხილება ვერსია, რომ თუ „ოცნება“ წააგებს 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებს, ამ შემთხვევაში, მათ მეტი ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. როგორც ჩანს, გამოსავაჭრებლად, თვითონ შემოიტანეს ეს ტერმინი და მეც გამოვიყენებ, უფრო მეტს საუბრობენ. ერთი სიტყვით, რაღაც ვერსიებს აყალიბებენ, რაც თავიდანვე, ჩანასახში, არასერიოზულია.
არ შეიძლება, რაც არ უნდა სხვა გარემოებები იყოს, ერთი რომელიღაცა სხვა არჩევნების შედეგებზე, მაგალითად, თვითმმართველობის არჩევნებზე მიაბა საპარლამენტო არჩევნების ბედი და ასეთი კვაზი, მახინჯი ორაქტიქა შემოიტანო. თუმცა, მათ აქვთ მსჯელობის უფლება და თავისუფლება. ჩვენ ამაში ვერ ჩავერევით. ირკვევა, რომ ისინი შიგნით ლაპარაკობენ, რომ თუ თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება“ ვერ გაიმარჯვებს, ამ შემთხვევაში, მათ იმის ლეგიტიმაცია ექნებათ, რომ რიგგარეშე არჩევნები მოითხოვონ. მსგავს შეთანხმებაში კი არა, მსგავს მოლაპარაკებაში, მსგავს საუბარში „ქართული იცნება“ მონაწილეობას ვერ მიიღებს. ვერ დავნერგავთ მახინჯ პრაქტიკას, რომ თუ საპარლამენტო არჩევნებში ამდენ პროცენტს მიიღებ ან მოუგებ, ან წააგებ, შემდეგ არჩევნებში ამ დათქმით გავაკეთოთ, ეს არ შეიძლება. დღევანდელ დღეს კი არა, ხვალინდელ ათი და 20 წლის შემდეგ პრიცესებს დავაზიანებთ ასეთი მახანჯი მიდგომით. ასეთი მიდგომა არ შეიძლება. წარმოუდგენელია და ჩვენ ამ პროცესში ვერ შევალთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.