ზოგიერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, რომელიც პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს, დეპუტატის ხელფასის ჩარიცხვა მოითხოვა – ამის შესახებ ქართული ოცნების ერთ-ერთმა ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმითვე, მათ პარლამენტში შესვლა უნდათ, თუმცა ენმ-ის და ევროპული საქართველოს მხრიდან შანტაჟის და ბულინგის გამო ვერ ბედავენ.
“იმ დეპუტატებს, რომლებიც იყვნენ წინა მოწვევის პარლამენტში, ავტომატურად ჩაერიცხათ დეკემბრის თანხა იმიტომ, რომ მათი ანგარიშის მონაცემები პარლამენტის ფინანსურ დეპარტამენტს ჰქონდა.არიან დეპუტატები, რომლებიც არ იყვნენ წინა მოწვევის დეპუტატები, შესაბამისად, მათი მონაცემები არ ჰქონდა ფინანსურ დეპარტამენტს. ახლა ზოგი ასეთი დეპუტატი მიმართავს საფინანსო დეპარტამენტს ანაზღაურების მოთხოვნით. გადაამოწმეთ და ნახავთ. ეს ძალიან კარგია და აჩვენებს, რომ არჩეულ დეპუტატებში არის შემოსვლის მზაყოფნა და ეს პროცესი აუცილებლად დაიძვრება. ბულგინი და შანტაჟი დიდხანს ვერ გაგრძელდება”. – თქვა კობახიძემ.