პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.
ოხანაშვილის განცხადებით, მმართველი გუნდი ოპონენტებთან დიალოგს განიხილავს, როგორც ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს დემოკრატიულ პროცესში ყველა პარტიასთან სასაუბროდ.
„ცვლილებები ვენეციის კომისიაში უკვე გაგზავნილია და მათ პასუხს ველოდებით“, – აღნიშნა ოხანაშვილმა.
„ქართული ოცნების” მიერ მომზადებული ცვლილებებით, პოლიტიკურ პარტიას სახელმწიფო დაფინანსება შეუწყდება, თუ ის საპარლამენტო საქმიანობაზე უარს ამბობს.
პროექტში გაწერილია კონკრეტული პირობებიც. რეკომენდაციების მიღების მიზნით, უმრავლესობამ ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნა პირველი მოსმენით დამტკიცების შემდეგ გადაწყვიტა.