შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფონიჭალაში 9 ნარკორეალიზატორი დააკავეს.
“ბრალდებულები სისტემატურად ახდენდნენ ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას. სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული ვიდეო და აუდიო ჩაწერა.
პოლიციამ დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი და მეტადონი ამოიღო. ფული და მობილური ტელეფონი ნივთმტკიცებად ამოიღეს.
უწყების ინფორმაციით, დაკავებულები არიან: 1981 წელს დაბადებული ა.ხ. 1992 წელს დაბადებული ე.კ. 1987 წელს დაბადებული მ.მ. 1985 წელს დაბადებული ლ.ვ. 1986 წელს დაბადებული ი.ი.1988 წელს დაბადებული ლ.გ. 1994 წელს დაბადებული ნ.ა. 1998 წელს დაბადებული ნ.ფ. და 1973 წელს დაბადებული ლ.კ.,”- ნათქვამია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს. დაკავებულებს ბრალი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა-გასაღებაში ედებათ ბრალი. დანაშაული 8-დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.