დიდმა ბრიტანეთმა კომპანია ასტრაზენეკას გამოშვებული ვაქცინა დაამტკიცა, რაც ინავს, რომ უსაფრთხო და ეფექტიანია.
დიდ ბრიტანეთს 100 მილიონი დოზა უკვე შეკვეთილი აქვს, რაც 50 მილიონი ადამიანის ასაცრელად იქნება საკმარისი.
კომპანიის წარმომადგებლების თქმით, ეს ვაქცინა კორონავირუსის ახალი შტამის წინააღმდეგაც იმუშვებს.
ასტრაზენეკას ვაქცინა შედარებით იაფია, ამასთან, შენახვისთვის განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და სტანდარტულ მაცივარში შენახვაც შეიძლება.
შეგახსენებთ, კორონავირუსის წინააღმდეგ “ფაიზერის “და “მოდერნას” ვაქცინებიც არის დამტკიცებული.