“ნაციონალური მოძრაობა ახლა შესულია პოლიტიკურ პროფილაქტიკაში, რემონტზე. მაქსიმუმ იანვრის ბოლოს, იქიდან გამოვა დაბერილი საბურავებით, შესწორებული ყველა ნაწილით, რომელიც იყო ავარიული და მწყობრში მოყვანილი პოლიტიკური მანქანა დადგება მთავარ პოლიტიკურ მაგისტრალზე. გუნდი მნიშვნელოვნად მიიღებს შევსებას ახალი საჭირო ადამიანების მხრიდან. სხვადასხვა საზოგადოებრივი ჯგუფებით იქნება შევსებული პარტია და გამოცდილ ჩვენს თანამებრძოლებთან ერთად გავაგრძელებთ ბრძოლას ამ ქვეყნის მომავლისთვის.”
ნიკა მელია – “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე
ამის შესახებ ნიკა მელიამ “მთავარ არხსთან” განაცხადა.
ცნობისთვის, ნიკა მელია პარტიის თავმჯდომარე ოფიციალურად 27 დეკემბერს გახდა. პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა ვაკანტური კი15 დეკემბერს ფახდა, როცა გრიგოლ ვაშაძემ პარტიის დატოვების შესახებ განცხადება გამოაქვეყნა.