“დაწყებულია უკვე გენეტიკური სეკვენირება, გენეტიკური ანალიზი, მანქანა ახლაც მუშაობს, ღამეც, ხვალაც გააგრძელებს მუშაობას და ზეგ, ალბათ, უკვე გვექნება საეჭვო რომ ვთქვით რამდენიმე შემთხვევა, იმ ნიმუშებზე პასუხი. გენეტიკური თანმიმდევრობის დადგენა მიმდინარეობს ჩვენთან და მაქსიმუმ ზეგ გვექნება პასუხი არის თუ არა ჩვენთან ქვეყანაში ახალი შტამი. დანარჩენი, თავის დაცვის საშუალებები, დამერწმუნეთ, იგივეა, ეს არის დისტანციის დაცვა და პირბადე.”
პაატა იმნაძე – დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე
“პალიტრანიუსი”