aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აშშ-მ თურქეთში ავიაგამანადგურებლები გადაისროლა

aviabiletebi
ავიაბილეთები

აშშ-მ თურქეთში გამანადგურებები გადაისროლა. ინფორმაციას პენტაგონის გვერდზე ვკითხულობთ.

როგორც პენტაგონის პრესსპიკერმა განაცხადა, აშშ-მ გადაწყვიტა დახმარება გაუწიოს თურქეთს. ინჯირლიკის ბაზაზე პირველი ხუთი ამერიკული გამანადგურებელი F15CEagle უკვე დაეშვა. მანვე განმარტა, რომ შესაბამისი თხოვნით აშშ-ს თურქეთმა მიმართა.

აშშ-მ თურქეთში გამანადგურებლების განთავსება მოკავშირე ქვეყნისთვის დახმარების გაწევის სურვილით ახსნა.

შეგახსენებთ, რომ F-15 Eagle ამერიკული ტაქტიკური გამანადგურებელია, უმდიდრესი საბრძოლო გამოცდილებით. ის მონაწილეობდა საომარ მოქმედებებში ახლო აღოსავლეთში, იუგოსლავიასა და სპარსეთის ყურეში. აღსანიშნავია, რომ ეს გამანადგურებელი ჯერ არავის ჩამოუგდია. გამანადგურებელის მაქსიმალური სიჩქარეა 2.650 კმ/სთ.

იტვირთბა....