ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით”- პაატა იმნაძის პროგნოზი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, დაწესებულმა შეზღუდვებმა შედეგი გამოიღო და ამას თითოეული მოქალაქე გრძნობს. ამის შესახებ პაატა იმნაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც იმნაძე ამბობს, ახლო მომავალში ეპიდემიოლოგიურად გართულებას არ ელოდებიან.

„ჩემი ინფორმაციით, ყველგან, განსაკუთრებით დიდ მოლებში კარგად არის დაცული წესები – დისტანცია და ნიღაბი. აქედან გამომდინარე, განსაკუთრებულ გართულებას არ ველოდებით. შეზღუდვებმა თავისი საქმე გააკეთა და მგონი, ამას ჩვენი შეფასება არ სჭირდება, ყველა ხედავს, მის გარშემო როგორი იყო ნოემბრის ბოლოს ავადობა და როგორი არის დღეს,”- განაცხადა პაატა იმნაძემ.

ამასთან, იმნაძის თქმით, ყველაზე საშიშა ახალი წელი, როცა ბევრი ჩვენი თანამოქალაქე შეეცდება ძველებურად შეხვდეს ახალ წელს.

იტვირთბა....