“ოპოზიციის ერთ ნაწილსა და ხელისუფლებას შორის მოხდება შეთანხმება, მე ასე ვუყურებ. ზუსტად ვერ ვიტყვი, ვინ იქნებიან ესენი, მაგრამ იქნებიან ისინი, ვისაც მეტი პასუხისმგელობა აქვს ამ ქვეყნის წინაშე და ვინც არის ადეკვატური. ეს პროცესი გამოაჩენს, ვინ არის ადეკვატური, ვინ ფიქრობს ხალხზე, ქვეყნის მომავალზე და ვის უბრალოდ რევანში და რევოლუცია, არეულობა და უბედურება უნდა. არის ზოგიერთი პარტია, რომელსაც საერთოდ არ უნდა ეს შეთანხმება, არ უნდოდა პირველი დღიდან და მათ ამ რადიკალიზმსაც აქვს კონკრეტული მიზეზი – არჩევნების შედეგად ხელმოცარულები არიან.”
ალეკო ელისაშვილი – “მოქალაქეების” ლიდერი
როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, ახლა პოზიციების დაახლოების დროა და დროა, ვინც ცაში იყო, მიწაზე დაეშვას.