ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

Levada: რუსეთის მოსახლეობის 58%-ს კორონავირუსის რუსული ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს

რუსეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტსიკორონავისურის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის გაკეთებაზე უარს ამბობს. აღნიშნულ შედეგებს ცენტრ Levada ავრცელებს, რომელმაც მოსახლეობაში გამოკითხვა ჩაატარა.

გამოკითხვის სედეგებმა აჩვენა, რომ მოქალაქეების 58%-ს კორონავისურის წინააღმდეგ რუსული ვაქცინის, Sputnik V-ს, გაკეთება არ სურს. ვაქცინის გაკეთებისთვის მხოლოდ 38%-ია მზად.

გამოკითხვის თანახმად, გამოკითხულთა 30%-ს სურს ვაქცინის გამოცდის დასრულებას დაელოდოს, 30-ს ვაქცინის გვერდითი ეფექტების ეშინია ხოლო 12%-ს უკუჩვენება აქვს ვაქცინაზე. 12% კორონავირუსის აცრის გაკეთების აზრს ვერ ხედავს ხოლო 10% ზოგადად, ყველა ვაქცინას ეწინააღმდეგება.

Sputnik V პირველი რუსული დაპატენტებული და დარეგისტრირებული ვაქცინაა. ის გამალეას კვლევითმა ინსტიტუტმა შეიმუშავა.

იტვირთბა....