ახალი ამბები მთავარი სამართალი

მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს

მარნეულში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში ახალგაზრდა კაცი გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარი “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

არსებული ინფორმაციას მამაკაცი  სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, საქმეზე გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ელექტრო- ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტის განლაგების, დაპროექტების, მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევა გულისხმობს, რასაც მოჰყვა ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.

 

იტვირთბა....