ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მკაფიოდ აღინიშნა, რომ საქართველოში არჩევნები არა მარტო კონკურენტული, არამედ თავისუფალი იყო, ამიტომ სერბეთთან ანალოგიის მოშველიება ოპიზიციას არაფერში ადგება” – კობახიძე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საყოველთაოდ იყო წინასწარ აღიარებული მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობისგან, რომ სერბეთში არჩევნები კონკურენტული არ იყო.

რაც შეეხება ქართულ არჩევნებს, კობახიძემ აღნიშნა, რომ არა მარტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც ძლიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ არჩევნები არა მხოლოდ კონკურენტული, არამედ თავისუფალი იყო.

„რაც შეეხება სერბული მოდელით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნას, აქ პირველ რიგში, შედარებადი უნდა იყოს ერთმანეთთან ორი მოცემულობა, რაც ასე არ არის, როდესაც სერბეთში არჩევნები ჩატარდა, ამ არჩევნებში მონაწილეობა არ მიღო ორმა წამყვანმა ოპიზციურმა პარტიამ და საყოველთაოდ იყო წინასწარ აღიარებული, მათ შორის საერთაშორისო თანამეგობრობების მიერ, რომ ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული, მაგალთად, იმის გამო, რომ მედიაგარემო არ იყო პლურარისტული და ა.შ. წინასწარ იყო ასეთი პოზიცია ჩამოყალიბებული საერთაშორისო თანამეგობრობაში, პირველ რიგში, ევროკავშირში, რომ ეს არჩევნები არ იყო კონკურენტული.

რაც შეეხება ქართულ არჩვნებს, არა მარტო არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც ძლიან მკაფიოდ აღინიშნა, რომ ეს არჩვნები იყო არა მარტო კონკურენტული, არამედ თავისუფალიც. აქედან გამომდინარე, ეს ორი მოცემულობა ერთამენეთთან შედარებადი არ არის. ამიტომ სერბეთთან ანალოგიის მოშველიება ოპიზიციას არაფერში არ ადგება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

იტვირთბა....