ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ახალი შტამი ახალგაზრდებში უფრო ადვილად ვრცელდება”- რას ამბობს გამყრელიძე ახალ შტამზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, არ არსებობს კვლევა, რომელიც დაადასტურებს, რომ კორონავირუსის ახალი შტამი უფრო აგრესიულია. ამის შესახებ ამირან ჰამყრელიძემ მთავრობის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა.

აამსთან, გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალ შტამთან დაკავშირებით ცნობილია ის, რომ უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში.

“ამ ახალ შტამს და ამ რესპირაციულ ვირუსებს ხშირად ახასიათებს მუტაციები, ეს არ არის მოულოდნელი, ამ მუტაციის შესახებ სექტემბერშიც იყო ცნობილი, ეს უფრო ბევრ შემთხვევაში დადასტურდა ბრიტანეთში და მიეცა მას უფრო ფართო საინფორმაციო კამპანია, ეს ბევრ ქვეყანაშია დაფიქსირებული და არაფერი განსაკუთრებული აქ არ ხდება. ის არ არის უფრო ვირულენტური ანუ უფრო აგრესიული, ვიდრე ჩვეულებრივი შტამი და ერთადერთი, რასაც ამბობენ მეცნიერები ძირითადად ბრიტანეთიდან, უფრო ადვილად გადადის ახალგაზრდებში,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

იტვირთბა....