გერმანიაში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 30 ათასს გადააჭარბა – ინფრორმაციას ამის შესახებ რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.
ქვეყნის მასშტაბით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 10 976 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 348 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, გერმანიაში კორონავირუსს 30 126 ადამიანი ემსხვერპლა.