ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“აი, ასეთი იაფფასიანი ტვინიკოსობაა მოთხოვნადი”- სამხედრო ექსპერტი გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება

სამხედრო ექსპერტი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში “ევროპული საქართველოს” წევრის, გიგი უგულავას განცხადებას ეხმიანება, რომელიც “მთავარი არხის” ეთერში გააკეთა.

უგულავამ განაცხადა, რომ პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ ბიძინა ივანიშვილი და მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იქნებიან და პოლიტიკა უნდა იწარმოებოდეს ისე, რომ თავზე გასული არ იყოს არავინ.

“მეტრონომი” ამირან სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ბრდღვნიან და ფცქვნიან პოლიტოლოგიას.

▪️ელოდეთ ბიძინას გაქცევას.

▪️დაგვინდეს, ორთავემ აქ უნდა იცხოვრონო, ერთს ბევრი ფული აქვს, მეორეს ელექტორატი ჰყავსო. საწყალი, სააკაშვილს ფული არ ჰქონია… მხოლოდ ამ არჩევნებზე, მხოლოდ მისმა პარტიამ 25-30 მლნ დახარჯა.

▪️ერთიანი მაჟორიტარები ვერ დავაყენეთ და მაგიტომ წავაგეთო. არითმეტიკასთან აქვთ პრობლემა, თუ ბურუსში არიან?

– ერთიანი კანდიდატების შემთხვევაში წააგებდით პირველივე ტურში ოლქების 90%-ს. ასე მეორე ტურის საჭიროება დადგა.

– პროპორციული რა მიზეზით წააგეთ?

▪️წარმოგიდგენიათ ევროპის ნებისმიერ ქვეყანაში 48 მილიონის კი არა, 48 ათასის გაფლანგვის აღიარების შემდეგ ვინმე პოლიტიკაში დარჩენილიყო?

▪️პრობლემა ისაა 48 მილიონის გარდა სხვა პრობლემა რომნარ წაუყენეს. კიდევ უფრო მეტი პრობლემაა, უამრავ პირს რომ შერჩა ყველაფერი. ზუსტად ამ მიზეზით ჩვენს პოლიტიკას არაფერი ეშველება და ეს ტვირთი ქართული ოცნების მხრებზე დარჩება.

▪️რამდენ რამეს უნდა გამოეხმაურო?! ვაპირებ პრემიერის და მინისტრების ანგარიშებზე ორიოდე სიტყვის დაწერას. ოპოზიცია ხომ არ გვყავს?! რაზეც უნდა მიდიოდეს მსჯელობა, არავის ადარდებს. აი ასეთი იაფფასიანი ტვინიკოსობაა მოთხოვნადი.

▪️ყვარყვარიზმი ყვავის,”- წერს სოციალურ ქსელში ამირან გამყრელიძე.

იტვირთბა....