სომხეთში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 114 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ქვეყნის მასშტაბით გასული დღე-ღამის გნმავლობასი ინფექციისგან 7 ადამიანი გარდაიცვალა.
საერთო ჯამში, სომხეთში კორონავირუსის 157 948 შემთხვევაა დადასტურებული, დღემდე ვირუსს 2 775 ადამიანი ემსხვერპლა, გამოჯანმრთელებული პაციენტების საერთო რაოდენობა კი 139 675-ს შეადგენს. ქვეყანაში 2021 წლის 11 იანვრამდე კარანტინის რეჟიმი მოქმედებს.