„ყველაფერი მოვუყევი ექიმობაზე და ვუთხარი, ვერ გიმეტებ შვილო ამისთვის მეთქი. რას წარმოვიდგენდი, სად შეყოფდა თავს. ეს რა იყო. მე და ნანა (მეუღლე) შოკში ვიყავით.“
ანზორ მელია – კლინიკა “გულის” დამფუძნებელი, „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარის, ნიკა მელიას მამა.
ამის შესახებ მან „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.
ცნობისათვის, დღეს ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის თავმჯდომარედ ოფიციალურად აირჩიეს.