რუსეთის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოვიდ-19-ის რუსულ ვაქცინას, Sputnik V-ს გაიკეთებს. ამის შესახებ პესკოვმა სამთავრობო არხთან ისაუბრა.
“მან (პუტინმა) თქვა, რომ აიცრება, გადაწყვეტილება მიიღო და ფორმალური პროცედურების მოგვარებას ელოდა” – თქვა დმიტრი პესკოვმა.
მოსკოვში კორონავირუსზე ნებაყოფლობითი ვაქცინაციის პროცესი დეკემბერში დაიწყო და პირველ რიგში ხელმისაწვდომი მაღალი რისკჯგუფებისთვის გახდა. ნოემბერში ვლადიმირ პუტინი ამბობდა, რომ რუსული ვაქცინა უსაფრთხო იყო, თუმცა ჯერ არ აპირებდა ვაქცინის გაკეთებას და მის დამტკიცებას ელოდა.