ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მოგივლით მე თქვენ” – ბაჩანა ლობჟანიძე კომპანია “ზეგ”-ის დირექტორს მიმართავს

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი, ბაჩანა ლობჟანიძე სოციალური ქსელის საშუალებით კომპანია “ზეგ”-ის დირექტორს, თამარ კობერიძეს მიმართავს.

ლობჟაბიძე ინტერესდება, აღნიშნულ კომპანიაში რა პოზიცია ეკავა პროგრამისტა თამარ ბაჩაკაშვილს გარდაცვალებამდე.

“მეტრონომი” ბაჩანა ლობჟანიძის “ფეისბუქ” მიმართვას უცვლელად გთავაზობთ.

“თამარის ბოლო პროექტი მოიცავდა ჩვენივე თანამშრომლებისთვის ონლაინ სისტემის შექმნას, სადაც შევძლებდით თანამშრომლების საათების დათვლას. თამარმა ეს პროექტი წარმატებით გააკეთა და განაგრძობდა მის მონიტორინგს და ხარვეზების გასწორებას –  ამბობს კომპანია “ზეგ”-ის დირექტორი, თამარ კობერიძე…

ეს არის 4500 ლარამდე ანაზღაურებადი პროგრამისტის თუნდაც ერთ-ერთი საქმე?

მოატყუებებიაშენი…

ეს არის საქართველოში ჩლუნგი კომპანიების ჩლუნგი თანამშრომლის გაცემული ჩლუნგობა დავალება მოგივლით მე თქვენ! აბა ამაზე რა პასუხი გაქვთ

3 წელი … კომპანიაში მისვლამდე ჯუნიორ პროგრამისტს … და ხაზს ვუსვამ, კომპანიიდან წამოსვლამდე ისევ ჯუნიორ- ზე მყოფს … ანუ ჯუნიორ პროგრამისტი რომ იყო მათთან ბოლომდე მათთან მაქვს ორი კითხვა

1. ვინ აჩერებს კომპანიაში სამი წელი ჯუნიორ პროგრამისტს ?

2. ვინ უხდის სამი წელი  ჯუნიორ პროგრამისტს 4500 ლარამდე ხელფასს?” – წერს ბაჩანა ლობჟანიძე.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი თეთრიწყაროს ტყეში, მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.   

მომხდარი ფაქტის შემდეგ გარდაცვლილი ახალგაზრდა გოგოს მამამ განაცხადა, რომ შემთხვევა შესაძლოა სამსახურს უკავშირდებოდეს.

მანამდე, კომპანია “ზეგ”-ის დირექტორმა თამარ კობერიძემ, სადაც თამარ ბაჩალიაშვილი მუშაობდა, განცხადება გაავრცელა.

 

იტვირთბა....