ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორ ემშვიდობებიან ცნობილი ადამიანები ჯულიეტა ვაშაყმაძეს

ლეგენდარული ჟურნალისტის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში ცნობილი ადამიანები ემშვიდობებიან.

„გაბუს და ქართული ჟურნალისტიკის დედის, ჯულიეტა ვაშაყმაძის გარდაცვალების ამბავი ძალიან სევდიანია. თითქოს ჩვენი ბავშვობის და ჟურნალისტიკის ძალიან მნიშვნელოვანი ეპოქა დასრულდა. ჩვენი პროფესიის ისტორიაში უკვდავ პერსონად დარჩება ქალბატონი ჯულიეტა“- წერს ჟორჟოლიანი.

„ჩევენი გაბუს და ჩვენი დათას, და ქართული ჟურნალისტიკის დედა გარდაიცვალა.
დიდი ჯულიეტა ვაშაყმაძე აღარ არის“- წერს ნიკა გვარამია.

“ჯულიეტა ვაშაყმაძე ნამდვილად იყო და არის ქართული ტელევიზიის ლეგენდა და სახე. არამარტო იმიტომ, რომ ტელესახისთვის უჩვეულოდ ხანგრძლივი კარიერა ქონდა – იმიტომაც, რომ არასოდეს ყოფილა მხოლოდ დიქტორი და იმ იშვიათ გამონაკლისს წარმოადგენდა, ვინც ახალი დროების და ტელევიზიის მოთხოვნებს აუღო ალღო. ძალიან თბილად მახსენდებაქალბატონი ჯულიეტა, თუნდაც იმის გამო, რომ პატარაობაში, როგორც მათი თანამშრომლის შვილს (თან ასაკში შეძენილს) განსაკუთრებული ყურადღებით მანებივრებდნენ (დიქტორების და ტელეოპერატორების ოთახები გვერდიგვერდ იყო). დღემდე თვალწინ მიდგას მისი საოცარი ენერგეტიკით სავსე წაყვანის მანერა. ბევრი რამ გვისწავლია მისგან ჩემი თაობის ტელეწამყვანებს. ვწუხვარ და თანავუგრძნობ მის ოჯახს და ქართული ტელევიზიის გულშემატკივარებს. ღმერთმა ნათელში ამყოფოს!” – წერს გიორგი თარგამაძე.

“ჯერ კიდევ მაშინ, როცა ე.წ. ტვ სუფლიორი არ არსებობდა, ჯულიეტა ვაშაყმაძისთვის რამდენიმე წუთი იყო საკმარისი, საკმაოდ დიდი მოცულობის ტექსტისთვის თვალი გადაევლო, დაემახსოვრებინა და უშეცდომოდ გაემეორებინა პირდაპირ ეთერში. ” – წერს ლაშა ბერულავა.

შეგახსენებთ, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი ჯულიეტა ვაშაყმაძე დღეს, 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

იტვირთბა....