“ერთ წინადადებაში იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ წელში ირაკლი ღარიბაშვილმა იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე მისმა წინამორბედმა ერთად აღებული,” – აღნიშნულ შეფასებას სამხედრო ექსპერტი, ამირან სალუქვაძე სოციალური ქსელის საშუალებით აკეთაბს.
სამხედრო ექსპერტი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ შეფასებაში თავდაცვის სამისნიტროში არსებული პრობლემების მოგვარებასთან დაკავშირებით წერს.
“მეტრონომი” სალუქვაძის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
“დღეს თავდაცვის მინისტრმა, წარმოადგინა 2020 წლის ანგარიში.
არ მოგაწყენთ თავს ვრცელი შეფასებით. ერთ წინადადებაში იმის თქმა შემიძლია, რომ ერთ წელში ირაკლი ღარიბაშვილმა მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე მისმა წინამორბედმა ერთად აღებული.
ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ არაფერი ფუჭდება და ისეთს არ აკეთებენ, რის გამოც ბოლო 15 წლის მანძილზე ვადევნებდი თვალს და მიწევდა მწვავე რეაგირება.
ამ ერთ წელში მოახერხეს თავდაცვის სამინისტროს ყველა იმ ბაზის შეკეთება, სადაც სამხედროები სამსახურს გადიან. ეს ეხება როგორც ტერიტორიების კეთილმოწყობას, ასევე შტაბებს, ყაზარმებს. ასევე შენდება ბინები.
საყოფაცხოვრებო პირობების მოწესრიგება აუცილებელია, რათა სამხედროებს სამსახურისთვის
სათანადო პირობები შევუქმნათ.
რაც შეეხება მთავარს.
ხალხა წარმოდგენა არ აქვს რამდენად ცუდ მდგომარეობაში დატოვეს ჯარი 2012 წელს. ვისაც არ სჯერა და დაშვება აქვს, მიგასწავლით სად უნდა ნახოთ.
ამ ერთ წელში რამდენიმე მიმართულებით ძალიან ბევრი კეთდება. კერძოდ:
– საბრძოლო მომზადების ინსტენსიობის და ხაეისხის ზრდა;
– შეიარაღების და ტექნიკის აღდგენა, შეკეთება, მოდერნიზება;
– ახალი ტექნიკის შეძენა.
ბევრი მიმართულებით არის კარგი ჩანაფიქრები, მიდის მუშაობა, მაგრამ ყველაფერს აქ ვერ გავაშუქებ.
აქვე დავწერ, იმდენი დრო დაიკარგა მანამდე, რომ ეს ტემპები საკმარისი არაა. არის მიმართულებები, სადაც კიდევ მეტი ძალისხმევაა საჭირო. რა თქმა უნდა, ამ რეკომენდაციებს მივაწვდით. სამინისტრო ამ მხრივ გახსნილია.
წარმატებებს ვუსურვებ თავდაცვის სამინისტროს!” – წერს სალუქვაძე.