ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას!” – მიხეილ სააკაშვილი მიმართვას ავრცელებს

საქრთველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ნაცმოძრაობის” ახლად არჩეულ თავჯდომარეს, ნიკა მელიას გამარჯვებას სოციალური ქსელის საშუალებით ულოცავს.

“მეტრონომი” ექსპრეზიდენტის პოსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ვულოცავ უმაგრეს ლიდერს ნიკა მელიას – “ნაციონალური მოძრაობის” თავჯდომარედ პირველ ელექტრონულ კენჭისყრაში არჩევას. უახლოეს პერიოდში, როგორც კი შეიცვლება ივანიშვილის უზურპატორი დიქტატურა, ჩვენ მოვახდენთ ინიცირებას, ყველა გადაწყვეტილების ფართო დემოკრატიული ბაზით – ელექტრონულად კენჭისყრით მიღების და ეს იყო ამის პირველი მშვენიერი გამოცდილება.

ასევე, მინდა ვთქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, რომელიც არის ჩემი უძველესი მეგობარი და თანამებრძოლი, რჩება ერთ-ერთ მთავარ ლიდერად წინააღმდეგობის მოძრაობის, ისევე როგორც დარწმუნებული ვარ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა – საქართველოს შემდგომ ხელისუფლებაში. დიდი მადლობა ლევანს, ამ არჩევნების ღირსეულად ჩატარებისთვის და მტკიცე ერთიანობის გამოვლენისთვის.

დიდი მადლობა,  ყველა მონაწილეს კენჭისყრაში. ძალიან ბევრი მონაწილე იყო, ბევრმა თავი შეიკავა იმიტომ, რომ ბევრი ორივე კანდიდატს უჭერდა მხარს და ესეც გასაგებია, მაგრამ ჩართულობის ხარისხი იყო ძალიან მაღალი და ეს ძალიან მახარებს.” – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, რომ  “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.

იტვირთბა....