“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარედ ნიკა მელია აირჩიეს.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ელექტრონულ არჩევნებში, 20 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.
კვირას პარტიის ყრილობა ჩატარდება, სადაც მელიას ოფიციალურად აირჩევენ პარტიის თავჯდომარედ.
მელიას გამარჯვება მიულოცა მისმა კონკურენტმა.