ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ხელისუფლება განიხილავს ლოქდაუნის ზაფხულამდე შენარჩუნებას”- არჩილ გამზარდია ინფორმაციას ავრცელებს

ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს, სადაც წერს, რომ ხელისუფლება ლოქდაუნის შენარჩუნებას ზაფხულამდე  განიხილავს.

როგორც გამზარდია წერს, ზაფხულამდე ბიზნესის ძირითადი ნაწილი იქნება აკრძალული.

ხელისუფლება განიხილავს ლოქდაუნის ზაფხულამდე შენარჩუნებას, უახლოეს ხანში სრულ ლოქდაუნზე გადასვლას, შემდეგ კი ნაწილობრივი ლოქდაუნის პირობების დატოვებას მინიმუმ ზაფხულამდე.

ეს ნიშნავს, რომ მაღაზიები, ბაზრობები, რესტორნები, ტრანსპორტი, სკოლები და ბაღები, ტურისტული სერვისები, მცირე და საშუალო ბიზნესი, სამოქალაქო უფლებები და ა.შ. მინიმუმ ზაფხულამდე იქნება აკრძალული,”- წერს არჩილ გამზარდია.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ქვეყანაში 28 ნოებრიდან მკაცრი შეზღუდვები ამოქმედდა. აიკრძალა მუნიციპალური და საქალქთაშორისო ტრანსპორტი, დაიხურა ყველა დიდი სავაჭრო ქსელი. ასევე, ღამე, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია როგორც ტრანსპორტისთვის, ასევე, ქვეითთა მოსიალულესთვის.

იხილეთ შეზღუდვების სრული ჩამონათვალი. 

იტვირთბა....