ყოფილი ვიცეპოლკოვნიკი კობა თოდუა, რომელიც ე.წ კასრების საქმეზე იყო დაკავებული, აცხადებს, რომ მისი დაკავებით რუსეთი იყო დაინტერესებული, რაც აღასრულა მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. ამის შესახებ კობა თოდუმ “ფორმულასთან” განაცხადა.
როორც თოდუა აცხადებს, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, მისი თანამდებობიდან გათავისუფლებისა და დაკავების საკითხი დააყენეს.
“ცალსახად ვიძახი ამას, რომ რუსული მხარე დაინტერესებული იყო ჩემი განეიტრალებით, რაც აღასრულა ხელისუფლებამ, ირაკლი ღარიბაშვილის ხელით…ის [ღარიბაშვილი] იყო მთავარი აქტორი. მტკიცებულება, რომელზეც მე გესაუბრებით, დევს საქართველოს მთავრობის კანცელარიაში, საგარეო საქმეთა სამინისტროში, სასამართლოში და მისი სრული ვერსია მაქვს მე.
“ჩვენ სამმართველოს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი, გვებარა რუსეთის მიმართულება, ამიტომ როგორც კი ხელისუფლება შეიცვალა, მათ კატეგორიულად დააყენეს ეს საკითხი, რომ მე უნდა დამეტოვებინა სამსახური და მომხდარიყო ჩემი დაკავება”, – აცადებს კობა თოდუა.
ცნობისთვის, თოდუა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სადაზრვერვო უწყებას ხელმძღვანელობდა. სამმართველო, რომელსაც ის ხელმძღვანელობდა ძირითადად ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსეთის მიმართულებით მუშაობდა.
თოდუა 2013 წლის ზაფხულში წამებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის ბრალდებით ე.წ. კასრების საქმეზე დააკავეს.